შეფასების რუბრიკა





მასწავლებლის  სახელი, გვარი, პირადი  ნომერი: ანა დარსაველიძე 37001004285
  საგანი  -   ბუნებისმეტყველება
სწავლების  საფეხური/ კლასი  -  დაწყებითი  -  III კლასი
მოსწავლეთა  რაოდენობა  - 1 9                     სსსმ  მოსწავლე არა მყავს.
გაკვეთილის  თემა  -  ტბები და წყალსაცავები
  • გაკვეთილის   მიზანი  -
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ტბებისა და წყალსაცავების, როგორც გეოგრაფიული ობიექტების ამოცნობა და მარტივად დახასიათება; ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება; საღი მსჯელობა და აღქმა; იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა სიტყვიერი ფორმით; ინფორმაციის გამოყენებია; პრეზენტაცია; მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას.
                           

ესგ-სტანდარტი
ცოდნა

ბბუნება.II.6. მოსწავლემ უნდა შეძლოს წყლისა და ხმელეთის  ობიექტების  აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ასახელებს და აღწერს მშობლიურ გარემოში წყლისა (მაგ., ზღვა, ტბა, მდინარე) და
 ხმელეთის (მაგ., მთა, ვაკე) ობიექტებს;  
აღწერს ბუნებაში ან/და თვალსაჩინოებაზე დამზერილ წყლისა და ხმელეთის ობიექტებს   ისი შემადგენელი ნაწილების მიხედვით (მაგ., მთა - მთის მწვერვალი, კალთა და ძირი,
 მდინარე -  ნაპირი, ფსკერი);
აკვირდება, აღწერს და ადარებს ერთმანეთს ბუნებრივ გარემოში მოპოვებულ ქვებს.
აჯგუფებს მათ სხვადასხვა ნიშნის (მაგ., ფერის, ზომის, ფორმის, სიგლუვის) მიხედვით;

ბუნება.III.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და
  ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების  დემონსტრირება.
ადარებს  და აჯგუფებს კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებს. აანალიზებს და გამო
სახავს პიქტოგრამის, ცხრილის, მარტივი სქემის საშუალებით;
მარტივი საბუნებისმეტყველო ტერმინების გამოყენებით  აყალიბებს კითხვებზე
პასუხებს საკუთარი დაკვირვების და მოსაზრებების საფუძველზე;
ადარებს ერთმანეთს საკუთარი და თანაკლასელთა დაკვირვების შედეგებს;
წარუდგენს მიღებულ შედეგებსა და დასკვნებს თანაკლასელებს კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმით





წინარე   ცოდნა  -   მოსწავლეებმა იციან ზღვები და ხმელეთის წყლები







ა ქ ტ ი ვ ო ბ ი ს   ა ღ წ ე რ ა



გამოყენებული
მეთოდი/მეთო
დები

კლასის ორგ
ანიზების ფო
რმა/ფორმები

სასწავლო
რესურსი


დრო
(წთ)


1.
ვესალმება კლასს ვაგვარებ  საორგანიზაციო საკითხებს, ვაცნობ  მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს, ქცევის წესებს და ასევე ვსაუბრობს იმ ახალ სასწავლო მეთოდზე რის გამოყენებასაც ვაპირებ  გაკვეთილზე. ბოლოს   ვაცნობ  კლასს შეფასების რუბრიკას.  (ქულები, შექება , კომენტარი. )
ვერბალური



საერთო საკლასო
გაკვეთილის მიზნების გამომხატველი თვალსაჩინოება. შეფასების რუბრკები.


2 წთ.
2.
აქტივობა  1
კლასში გავმართავ მცირე დისკუსიას წინა დღეს მოსმენილი ვიდეოგაკვეთილის შესახებ. მოსწავლეები ისაუბრებენ ტბების განმასხვავებელ ნიშნებზე; ტბების გამოყენებასა და სარგებლიანობაზე; რუკაზე ამოიცნობენ ტბებს და მარტივად დაახასიათებენ... ისინი თავიანთ მოსაზრებებს გაამყარებენ არგუმენტებით.
 მოსწავლეები ასევე ისაუბრებენ წყალსაცავების შესახებ.  ახსნიან, თუ რისთვის იყენებენ ადამიანები წყალსაცავებს; რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს წყალსაცავის მშენებლობას; რა მსგავსება და განსხვავებაა ტბასა და წყალსაცავს შორის. 
დისკუსია  
საერთო საკლასო
კომპიუტერი და პროექტორი
რუკა
10წთ















3.
  • -აქტივობა 2
კლასს დავყოფ  ჯგუფებად და დავავალებ, მოიფიქრონ და ჩამოწერონ:

I ჯგუფი- ჩამოთვალონ აღმოსავლეთ საქართველოს ტბები.

II ჯგუფი- დაასახელონ დასავლეთ საქართველოს ტბები.

III ჯგუფი- საქართველოს წყალსაცავები.

IV ჯგუფი- იპოვონ რუკაზე დასახელებული ტბები და წყალსაცავები.
მოსწავლეები იმსჯელებენ, გაუზიარებენ ერთმანეთს აზრებს და გაამყარებენ არგუმენტებით. 

ურთიერთსწავლების მეთოდი
პრეზენტაცია
ჯგუფური
რუკა ,
მარკერი,
საკანცელარიო ფურცელი
15 წთ.
4.

  • ·         აქტივობა 3
მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ მოსწავლის რვეულში შესაბამის გვერდზე მოცემული სავარჯიშო. 


ვერბალური


საერთო საკლასო
მოსწავლის რვეული
6წთ.


აქტივობა N4
შევაჯამებ გაკვეთილს

ვერბალური
საერთო საკლასო

3წთ
6.
აქტივობა 5
ტესტი

ვერბალური

საერთო
საკლასო

კომპიუტერი პროექტორი


5 წთ.


7.
 საშინაო დავალება :
მოსწავლეებს ვუნიშნავ დავალებას და ვაძლევ ინსტრუქტაჟს



ინსტრუქტაჟი





საერთო
საკლასო

კომპიუტერი,
პროექტორი,
სამუშაო ფურცელი, კალამი
წიგნი


2წთ.


8.
მოსწავლეთა თვითშეფასება და  მასწავლებლის    შეფასება  განმავითარებელი-   სქემის მიხედვით

„სენდვიჩის მეთოდი“მოსწავლეთა სიტყვიერი შეფასების დროს.

ინდივიდუალური


თვითშეფასების კითხვარი


2წთ.

  შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმი
კარგად  
  +
საშუალოდ
    V
უჭირს
-
მსჯელობს, აყალიბებს მოსაზრებას
მუშაობს ჯგუფში
მუშაობს რუკასთან,
შეუძლია ტესტზე მუშაობა

 მასწავლებლის თვითშეფასება

კრიტერიუმები /ქულები
1
2
3
1
გაკვეთილის მიზანი გასაგებიკონკრეტული და რეალისტური იყო
2
გამოყენებული მეთოდები და აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
3
გაკვეთილის მსვლელობისას  სწორად გადავანაწილე დრო
4
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
5
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
6
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
7
ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხისგასაცემად
8
მივეცი საშუალება მოსწავლეებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები
9
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
10
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
11
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას








ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
მინიმალური
საშუალოზე დაბალი
საშუალოზე მაღალი
მაქსიმალური
ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა
უჭირს ჯგუფთან ერთად მუშაობა
მთლიანობაში  ახერხებს ჯგუფთან მუშაობას, მაგრამ ხშირად პასიურობს
თავისუფლად ებმება ჯგუფურ მუშაობაში, თუმცა ხანდახან ვერ ახერხებს თანაკლასელებთან შეთანხმებას
თავისუფლად ებმება ჯგუფურ მუშაობაში
თანაკლასელებთან თანამშრომლობა
ვერა ახერხებს
თანაკლასელებთან თანამშრომლობას
კლასელებთან იშვიათად ურთიერთობს
მთლიანობაში ნაკლებად უჭირს თანაკლასელებთან თანამშრლომლობა
ადვილად ახერხებს თანაკლასელებთან თანამშრლომლობას
საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბების უნარი
საკუთარ მოსაზრებებს ვერ აყალიბებს
უჭირს საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბება
ხშირ შემთხვევა
ში ახერხებს საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებას
თავისუფლად ახერხებს საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბებას

მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა

ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ
ყოველთვის,ზოგჯერ, არასოდეს
როცა სხვა ლაპარაკობს,ვუსმენ ყურადღებით
ყოველთვის, ზოგჯერ ,არასოდეს
განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ
ყოველთვის,ზოგჯერ ,არასოდეს
დაკისრებულ ფუნქციას ვასრულებ
ყოველთვის,ზოგჯერ ,არასოდეს
ვიცი,რომ კამათი ჩხუბში არ უნდა გადაიზარდოს
ყოველთვის, ზოგჯერ ,არასოდეს
ვიცავ დროის ლიმიტს
ყოველთვის, ზოგჯერ ,არასოდეს

Comments

Popular Posts